აჭარაში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი კოვიდ სასტუმროში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქალს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კოვიდ სასტუმროში გადაიყვანა.
,,დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.
პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”,-აცხადებენ სამინისტროში
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება.