ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ნოემრიდან დაემატება
ნოემბერში ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაემატება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლოდან ავიარეისების რაოდენობა პარიზისა და მიუნხენის გაიზრდება.
გახარიას განმარტებით, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება პისიარ ტესტი, კარანტინში აღარ გადაიყვანენ და 12 დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში გადავა. ხოლო მათ, ვისაც არ ექნებათ ტესტი ჩატარებული, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.