გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების კარალეთის, სათემოს, ქიწნისის, შერთულისა და ძევერის მოსახლეობას შეხვდა და ის ინიციატივები და გეგმები გააცნო, რასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია სოფლების პრიორტეტების სწორად განსაზღვრისთვის საჭირო და აუცილებელია. შეხვედრებზე ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტებიც შეაჯამეს, რამაც მათი საცხოვრებელი და სოციალური პირობები გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები