კახეთის რეგიონში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ბინაზე გადის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში კოვიდ 19 -ის ინფექციის ზრდის მიუხედავად ეპიდსიტუაცია მართვადი და სტაბილურია.
უახლესი ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 20 ბავშვია.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ყველაზე მეტი, 24 ინფიცირებული ყვარელშია, ხოლო ლაგოდეხში -21. ახმეტა -19; თელავი – 13; გურჯაანი- 16; დედოფლისწყარო -4 და სიღნაღი -18; საგარეჯოში კი ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რეგიონში ინფიცირებულთაგან 22 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ კლინიკაში, 27 პირი ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს ბინაზე, 3 იმყოფება კარანტინში ხოლო 56 გამოჯანმრთელდა.