ლევან დავითაშვილი ქვემო ქართლში ფერმერებს შეხვდა
“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის სხვადასხვა დარგის ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, გოგი მეშველიანის ინიციატივით და მოწვევით გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო რეგულირებისა და მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობა იყო. ასევე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს.
„საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ფერმერებისა და მევენახეებისგან დაისვა კითხვები და მე მათ დავპირდი, რომ ექნებოდათ შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან. დღევანდელ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ადამიანებმა, ყველა კითხვაზე მიიღეს მაღალკვალიფიციური პასუხები მინისტრისაგან“, -განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მეშველიანის თქმით, აღნიშნული შეხვედრა დაეხმარება ყველა იმ დარგს, რომელიც საარჩევნო ოლქში არის განვითარებული.