ლეჩხუმში რთველის პირველი ეტაპი დაიწყო
რაჭის შემდეგ ,,რთველი-2020″-ის პირველი ეტაპი ლეჩხუმში დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში განუცხადეს, სოფელ ორბელში ,,საქონლის მართვის კომპანია” დღეს შევიდა, რომელიც ,,ალექსანდროულის” მოსავალს სრულად ჩაიბარებს.
მათი ინფორმაციით, კილოგრამი ყურძნის ფასი 7 ლარია.
მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში, ლეჩხუმში შევლენ ის კომპანიებიც, რომლებიც ,,ცოლიკოურის”,
,,უსახელოურის” და ,,ოჯალეშის” ჯიშის ყურძენს ჩაიბარებენ.