ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა 118-მდე გაიზარდა

ფოთში სამკერვალო საწარმო “აჭარა ტექსტილში” დასაქმებულებს შორის კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევა 118-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ ფოთის მერიაში დაუდასტურეს.
გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში “აჭარა ტექსტილის” 400-მდე თანამშრომელი გაიტესტა, საიდანაც 56 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა მათგანი უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტები არიან. თორიას თქმით, ინფიცირების წყარო კი აჭარის რეგიონს უკავშირდება.
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდში გამოვლიდა. მათგან 10, ადრე დადასტურებული პაციენტების კონტაქტია, ერთის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები