ლანჩხუთში “შინდისის” ჩვენება გაიმართა

ლანჩხუთში ფილმის, “შინდისის ჩვენება გაიმართა. ფილმი რეალურ ფაქტებზეა და 2008 წლის აგვისტოს ომის ერთი მონაკვეთის, შინდისის ბრძოლის გმირებზე არის აგებული. შინდისის ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

“მნიშვნელოვანი ჩვენება იყო, ამ ფილმში ომის ისტორია არის ასახული, შინდისის ბრძოლის მონაკვეთი, ამ ბრძოლაში ლანჩხუთიდან ორი მეომარი დაიღუპა. ფილმის ჩვენებას დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ პრემიერა იყო, რადგან ფაქტობრივად ფილმი კინოთეატრებს არ გასცილებია ჯერ”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ნინა ბარამიძემ, ფილმის ჩვენების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

“შინდისის” ჩვენება ლანჩხუთში, ვალოდია წულაძის სახლ – მუზეუმის ეზოში გაიმართა, პანდემიიდან გამომდინარე დაცული იყო ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

ფილმის ჩვენების ინიციატორი “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” ახალგაზრდული ორგანიზაცია გახლდათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები