აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 100 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 210 703 ლარი გამოიყო.
აფენის თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 10 013 743.93 ლარია განსაზღვრული. შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს აფენში, ზემო და ქვემო ნაშოვარში, ასევე, ჭაბუკიანი – ონანაურის დამაკავშირებელ გზაზე. უახლოეს პერიოდში კი დაიწყება პატარა გვიმრიანისა და ონანაური – აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სანიაღვრე არხები მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფ ჭაბუკიანში, გვიმრიანსა და აფენში პირველ ცხაკაიას ქუჩაზე, ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო ქვემო ნაშოვარში. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 473 722 ლარი დაიხარჯა.
გარე განათება მოეწყო 4 სოფლის დამაკავშირებელ გზაზე. პროექტის ღირებულებამ 39 761.66 ლარი შეადგინა.
ჭაბურღილის რეზერვუარისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება სოფ. გვიმრიანში, რომლის ღირებულება 54 756.77 ლარს შეადგენს. ზემო და ქვემო ნაშოვარში, ჭაბუკიანსა და ბაღდათში, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი სკვერი, ზემო ნაშოვარში ღია ფიტნეს მოედანი მოეწყო, ხოლო ონანაურში შემოიღობა და მოეწყო სკვერი ატრაქციონებით. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 121 000 ლარი გამოიყო.
სანიტარული კვანძი მოეწყო აფენის N2, ჭაბუკიანი და გვიმრიანის საჯარო სკოლებში. ასევე, ბაღდათისა და გვიმრიანის საბავშვო ბაღებში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 227 206.15 ლარი დაიხარჯა.
აფენის თემში მიმდინარე წელს 33 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრი ბიუჯეტიდან 18 206 130.51 ლარი დაიხარჯება.