ახალციხეში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ახალციხეში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 85 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა  თავიდანვე კრიტიკულად მძიმე იყო, მოგვიანებით კი ის გარდაიცვალა.

ინფორმაციას ატასტურებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძეც.

“სამწუხაროდ გარდაცვლილი არის ახალციხელი. კონტაქტი ჰქონდა ადგილობრივ ინფიცირებულთან. დაახლოებით 85 წლისაა ქალბატონი”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” გიორგი მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები