13 ახალი შემთხვევა გურიაში – ადგილობრივი საზჯანდაცვის ცენტრის უფროსი იზოლაციაშია
გურიაში დაფიქსირებული დღევანდელი შემთხვევები ძირითადად ფოთის “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლების ინფიცირებას უკავშირდება. დღეს დილით, ბოლო 24 საათის მონაცემებით 13 შემთხვევა მოემატა.
“13 ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული, ეს უკავშირდება ფოთის “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლები არიან. 13 -დან ერთი შემთხვევა დაბა ლაითურს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები ოზურგეთსა და ლანჩხუთს. ჩვენი რეგიონიდან აღნიშნულ ქარხანაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. მდგომარება საგანგაშო არ არის, თუმცა ყურადღება მისაქცევია”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაიამ.
კორონავირუსი დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის მეუღლესა და სიდედრს. არჩილ მჟავია თვითიზოლაციაში იმყოფება.