სამეგრელოში “კოვიდ19”- ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11
კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ინფიცირებულთა შორის არიან პედაგოგები და მედპერსონალი, – ამის შესახებ სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
“11 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, სადაც ათი უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა და ის რუხის კლინიკაში ცხელებით შესული პაციენტია. 10 შემთხვევა გამოვლინდა სენაკში, მათ შორის 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 3-ის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, როემლიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან 1 ტექსტილის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და ის ცხელებით იმყოფებოდა კლინიკა „სენამედში“. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 აჭარა ტექსტილს უკავშირდება, ხოლო მეორე კი ახალი შემთხვევაა და მისი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
გუბერნატორის განცხადებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
“რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 6 პაციენტი”, – განაცხადა თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-გნმუხუროს საკარანტინე სივრცეს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 159 ადამიანი იმყოფება.