რუსთავის მე-14 სკოლის მანდატურს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავის მე-14 საჯარო სკოლის მანდატური კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცხელების ცენტრში განუცხადეს. მათი იმფორმაციით, ინფიცირებული 35 წლამდე ქალია.
სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექცია ავრცელებს.
“15 ოქტომბრიდან ყველა კლასი გადადის ონლაინსწავლებაზე. მოსწავლეებს სკოლაში ნუ გამოუშვებთ,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 93 შემთხვევა გამოვლინდა.