“ვამაყობდი, რომ ჩემიანი იყო, მაგრამ, როცა გამიჭირდა არ დამეხმარა” – გიგა ბოკერიას უნდობლობას საკუთარი ნათესავები უცხადებენ

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიგა ბოკერიას უნდობლობას საკუთარი ნათესავები უცხადებენ. ბოკერიას დედის, ნანა ალექსანდრიას დეიდაშვილი ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატს გულგრილს უწოდებს და ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ბოკერია საიმედო ადამიანი არ არის.

მარინა ძიმისტარიშვილი იხსენებს, რომ 2012 წლამდე არაერთხელ მიმართა, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა მისი მძიმე მდგომარეობით არავინ დაინტერესდა და ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა.

ძიმისტარაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ გიგა ბოკერიამ, შესაძლოა, საარჩევნოდ მაინც გაიხსენოს ნათესავები, თუმცა არჩევნების შემდეგ მისი თანადგომის იმედი არ აქვს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები