აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ააზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
,,გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 154 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევაა.
Covid სასტუმროებში, 53 არასრულწლოვანია.
აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
სამწუხაროდ გარდაიცვალა 2 პაციენტი:
ერთია- 87 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. კლინიკაში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 8 ოქტომბერს.
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
მეორე გარდაცვლილი 65 წლის კაცია, რომელიც მკურნალობდა კლინიკა “მედცენტრში”. კლინიკაში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 9 ოქტომბერს. მისი
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიბატი – ტიპი 2, ქრ. ლიმოციტური ლეიკემია. სამწუხაროდ პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-განაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარაში მკურნალობას 548 პაციენყი გადის.