იმერეთში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა იმერეთში. ასაკოვანი ქალი მკურნალობას თერჯილაში გადიოდა. თერჯოლამედის დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა მართვას არ ექვემდებარებოდა. პაციენტი თერჯოლის მკვიდრია.
დღეის მდგომარეობით იმერეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა, რომლებიც სხვადასხვა კოვიდცენტრებში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები