ქვემო ქვალონში ამბულატორიის მოწყობა დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ამბულატორიის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 8600 ლარი დაიხარჯა.
მათივე ცნობით, კეთილმოწყობილი ამბულატორია მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერა.
ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სამედიცინო მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს. წელს ასევე განხორციელდა ზემო ქვალონის ამბულატორიის რეაბილიტაცია.