დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია თვითიზოლაციაში გადავიდა. მის მეუღლესა და სიდედრს ვირუსი დღეს დაუდასტურდათ.
ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ დაუადასტურა.
არჩილ მჟავიას მეუღლე სერის უბანზე საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, რომელიც ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის შენობაშია.
სკოლის დირექტორი და N60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდებიან.