რუსთავში ცეკვის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავში ცეკვის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით ამ ეტაპზე აღნიშნულ პირთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს.
“რუსთავში დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და დღის განმავლობაში, ჯამში ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ცეკვის მასწავლებელთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადეს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 92 შემთხვევა გამოვლინდა.