ქუთაისის ოპერის თეატრმა 52-ე სეზონი ღია ცის ქვეშ გაიხსნა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა თეატრმა 52-ე სეზონი გახსნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი კონცერტით, ახლად გახსნილ „მწვანე თეატრში“ გაიმართა.
ღონისძიებას თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვა.
საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.