სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მასშტაბით ასე ნაწილდება:
აჭარა – 189, იმერეთი – 150, შიდა ქართლი – 12, ქვემო ქართლი – 11, მცხეთა–მთიანეთი – 9, გურია – 6, სამეგრელო – 3, კახეთში – 2 და სამცხე–ჯავახეთში ერთი ახალი შემთხვევა.
ცნობისთვის, გარდაცვლილთა რაოდენობამ 109-მდე გაიზარდა