იოსებ ხახალეიშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ხელისუფლების ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტია
“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი შპს „ექსტრამითს“ ესტუმრა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ხახალეიშვილი პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრო, თანამშრომლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ხელისუფლების ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტია.
10 წლის წინ დაარსებული კომპანია პროდუქციას სამი მიმართულებით აწარმოებს – ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და თევზის პროდუქტები. კომპანიას მუშაობა პანდემიის პირობებში არ შეუჩერებია და არც თანამშრომლები შეუმცირებია.