ქუთაისში იმერეთის ღია ჩემპიონატი ჩატარდა
ქუთაისში იმერეთის ღია ჩემპიონატი 2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ფეხბურთში ჩატარდა. ამის შესახებ განცხადებას ხაშურის სპორტსკოლა აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ერთმანეთს ქუთაისის ,,მართვე ” და ხაშურის ,,ივერია” შეხვდა. შეხვედრა ხაშურის ,,ივერიის” გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში: 2: 3
გოლები ნიკოლოზ გოგალაძემ და ომარ ბალიანმა გაიტანეს.
მწვრთნელები: გიორგი ჩადუნელი და ლევანი ლომიძე.