იმერეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები, სხვადასხვა კოვიდმიმღებ ცენრში გადააიყვანეს. ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
“კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: სამწუხაროდ, შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, 44 პროცენტია, რაც შეესაბამება 297 ახალდადასტურებულ შემთხვევას. აჭარაში ინფიცირების რაოდენობა მცირედით შემცირდა, 189 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 150 ინფიცირებულია, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. კერძოდ, შიდა ქართლში არის 12 შემთხვევა, ქვემო ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთში- ცხრა, გურიაში- ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – სამი, კახეთში არის ორი და სამცხე-ჯავახეტში ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ქვეყანაში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები