11 ახალი ინფიცირებული და 56 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა კახეთში
კახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 11- ით გაიზარდა და 108-ს მიაღწია, ხოლო 56 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ნელი ხოზანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიაში გამოსაკვლევად სულ 252 ნიმუში გაიგზავნა.
რეგიონში COVID-19- ის სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა: თელავი -11; ახმეტა -19; ყვარელი -23; გურჯაანი- 15; ლაგოდეხი – 21; დედოფლისწყარო -3 და სიღნაღი -16.
ამ დრომდე კორნავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა საგარეჯოში.
დაინფიცირებული 18 მოქალაქე ბინაზე მკურნალობს, 2 საკარანტინო ზონაში, 21 კოვიდმიმღებ კლინიკაში. 11 ახალი ინფიცირებულიდან 10 იმყოფება ბინაზე, ხოლო 1 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 171
მოქალაქე იმყოფება, ხოლო რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში კი 134 ადამიანი.