პოლიციამ 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც პარტია “ლელოს” წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.