მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ფაქტი ” რეგიონულ კვირას” მოსწავლის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. ოჯახი მოითხოვს, რომ სკოლის დირექტორი სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.