“სოფელ კურდღელაურში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და წყალმომარაგების კუთხით”
” ქართული ოცნების ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ კურდღელაურში ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
სასმელი წყალი, შიდა გზების მოასფალტება და კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ეს ის საკითხებია, რაზეც სოფელ კურდღელაურის მოსახლეობამ ირაკლი ქადაგიშვილთან ისაუბრა.
” ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, სოფელში ბევრი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებით კი საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით.
” სოფელ კურდღელაურში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და წყალმომარაგების კუთხით. წელს უკვე დაგეგმილია და დაიწყება 175 ბავშვზე საბავშვო ბაღის მშენებლობა.მომავალ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კურდღელაურის კულტურის სახლს”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს ასევე თელავის ალაზნის გამზირის და კავკასიონის მცხოვრებლებსაც შეხვდა, სადაც ძირითად გამოწვევად სპორტული მინი მოედნის გარემონტება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, კორპუსების მოწესრიგება და ხევის რეაბილიტაცია დასახელდა.