ლანჩხუთის მერი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ბორნ ტედემანს და მაშუ პულსენს შეხვდა.ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ტურისტული მიმართულება, მუნიციპალიტეტის გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები.
სტუმრები მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ვირუსის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.