კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
,,რეგიონული კვირის” ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა.
ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშის პასუხი ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.
დაინფიცირებული სასულიერო პირი ყვარლის მცხოვრებია. ის სახლში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.