თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ერთ- ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც დაწესებულებამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
სპეციალისტების რეკომენდაციით, დაინფიცირებული ქალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.
როდის აღდგება სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობოთ უცნობია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები