კახა კალაძე: მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას
“ქართულმა ოცნებამ” კანდიდატების წარდგენა სამცხე-ჯავახეთში დაასრულა. პარტიის გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, წინ მნიშვნელოვანი არჩევნებია, სადაც მოსახლეიბამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ქვეყნის განვითარებისა და წარმატების გარანტია.
“სამცხე-ჯავახეთში დავასრულეთ კანდიდატების წარდგენა. შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთა და რა თქმა უნდა, კამპანიის ნაწილი გრძელდება. წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს იქნება მშვიდობა, ქვეყნის გაძლიერება, რაც ერთადერთ პარტიას შეუძლია მხოლოდ
” ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”,- განაცხადა კალაძემ.
მან ასევე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება.
“რაც შეეხება დავით გარეჯის თემას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიებას. ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა, შესაბამისად უნდა ვაცადოთ გამოძიებას. მესმის რომ ბევრი კითხვა არსებობს ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უნდა დაველოდოთ, მალე ყველაფერი ცხადი გახდება”,-აღნიშნა კახა კალაძემ.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა პანდენიის პერიოდში საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა. კალაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერ პოლოტიკურ პარტიას შეუძლია მართოს საარჩევნო კამპანია.