ირაკლი კობახიძე: ჩვენი ინტერესია, რომ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საზღვრის საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას
ვენი ინტერესია, რომ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საზღვრის საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვართან დაკავშირებით – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხზე შეთანხმება იქნეს მიღწეული.
“გრძელდება გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ბუნმებრივია უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, რომელსაც შეიძლება ქონდეს დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი პროცედურები გრძელდება ბუნებრივია. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, ვნახოთ რა ინფორმაციას მიიღებს გამოძიება.
ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის ერთი, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი და გამოძებულ იქნას სათანადოდ. ჩვენი ინტერესია, რომ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საზღვრის საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვართან დაკავშირებით, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანის შესაბამისად ვიმოქმედებთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.