ირაკლი კობახიძე: ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის
ჩვენ დავასახელეთ რეალურად, პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი ძლიერი კანდიდატი – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების შესახებ.
„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ რეალურად ერთადერთი ძლიერი ღრსეული კანდიდატი პრემიერ მინისტრობის და ეს არის არა მარტო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ ჩვენი ქვეყნისმომავალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პამნდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ 1 წელიწადში. ამის შემდეგ გვექნება ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიური განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.