ძველ ხიბულას მალე ექნება ახალი, უსაფრთხო ხიდი, რომლის მშენებლობა მოსახლეობის დაკვეთა იყო
ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალზე ძველი ხიბულისა და ახალი ხიბულის საზღვარზე, ორი ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხობის მერის გოჩა ქაჯაიას თქმით, აღნიშულ პროექტი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება, რადგან საუკუნოვანი, ძველი რკინის დაზიანებული ხიდი უკვე გადაადგილებისთვის, უსაფრთხო აღარ არის.
„ხობში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ძველი ხიბულისა და ახალი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას, მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოვახერხეთ, რომ ამ ხიდის მშენებლობა განხორციელებულიყო. ხიდს აშენებს გზების დეპარტამენტი, რომლის ღირებულება ჯდება ორ მილიონ ნახევარზე მეტი. მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი“, – განაცხადა გოჩა ქაჯაიამ.
ხობის მერის ინფორმაციით, ხიბულას ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ნაწილი მათგანი კი მიმდინარეობს.
„რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ძველი ხიბულა მალე იქნება წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი, სოფელში გაზიფიცირება დასრულებულია. რაც შეეხება შიდა გზებს, წყალმომარაგების დასრულების შემდეგ მთლიანად სოფელში გაკეთდება შიდა გზები, სანიაღვრე არხებითა და განათებით“, – განაცხადა ქაჯაიამ.
ცნობისთის, ძველ ხიბულაში ხიდის მშენებლობის ინფრასტრუქტურულ პროექტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. რომლის საერთო ღირებულება 2 მლნ ნახევარ ლარს შეადგენს.
სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსხურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით , ასევე მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლო სკოლა და პარკი. “ქართუს” დაფინანსებით 60 ბავშვზე გათვლილი ევროსტანდარსტის ბაღი აშენდა.
მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.