გიგი უგულავა: საზოგადოებას უნდა კოალიციური მთავრობა, სააკაშვილის გარეშე

არ მაინტერესებს, არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილის ზუგდიდში ვიზიტსა და მის როლზე ოპოზიციურ სპექტრში.
უგულავას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა ჩამოაშორონ ქვეყანას „ქართული ოცნება“. მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა კოალიციური მთავრობა, ოღონდ სააკაშვილის გარეშე.
„როდესაც ოპოზიცია, ვერ შეჯერდა ერთიან კანდიდატზე, ჩვენ ამომრჩევლებს უნდა დავანახოთ რა არის სწორი გზა. ეს არის პირველი, 40%-ზე ნაკლები აიღოს “ოცნებამ”, მეორე დანარჩენი ოპოზიცია იყოს მეტი, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ და მესამე, კოალიციური მთავრობა სააკაშვილის პერსონალური მონაწილეობის გარეშე. ეს სამი კომპონენტი არის სწორედ, ის რაც ჩვენს საზოგადოებას უნდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები