გიორგი სურმანიძემ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები მოინახულა

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები შპს “ქართული მანდარინი” და შპს ,,აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი’’ მოინახულა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
შპს ,, ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წლის სეზონზე გეგმავს 1000 – ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას, რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანას, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი. დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2020 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. სამინისტროს გათვალისწინებული აქვს სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები