ყარაჯალარში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ალკოჰოლური სასმელი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა მაღაზიის კედელი დაანგრიეს და შიგნით შეაღწიეს. ძვირადღირებული სასმელი და სხვა პროდუქტი წაიღეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ- ის 177 მუხლით დაიწყო.