სამტრედიაში კონავირუსისთ ინფიცირებული 68 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს თანმხლები დაავადებები ქონდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.
“პაციენტის მდომარეობა შემოყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო. 68 წლის ქალბატონს თანმხლები დაავადებები ქონდა,რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-აცხადებენ კლინიკაში.
იმერეთში დღესი მდგომარეობით, 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.