სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 7

სამეგრელო-ზემო სვანთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 28 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თორიას ინფორმაციით, გმოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით,  ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
“რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 25 -ზე დადებითი პასუხია, ასევე გვაქვს 11.10.2020 აღებული ნიმუშის 3 დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც კვლევაში იყო დარჩენილი.
აქედან 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და “ევექსის” კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. 4 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, ორივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 შემთხევვაა სენაკში, რომელიც თბილისის მოგზაურობას უკავშირდება. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისივე ინფორმაციით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკას, ადგილზე მკურნალობის კურსს 79 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პაცეიენტი, მათგან 5 ზუგდიდელია, 1 ხობის მაცხოვრებელია და 1 ფოთელია”, – განაცხადა თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 136 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები