207 ახალი შემთხვევა, 5 გარდაცვლილი და 248 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება აჭარაში

207 ინფიცირებული და 248 გამოჯანმრთელებული – ასეთია 13 ოქტომრის მონაცემებით, ეპიდვითარება აჭარაში. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა .
,,გარდაიცვალა 5 პაციენტი: 4 რესპუბლიკური საავადმყოფო, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრი ასაკით, 70 წლის კაცი, დიაგნოზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა. – 78 წლის ქალი, დიაგნოზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება. 57 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია. 73 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. 68 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარაში მკურნალობას Covid კლინიკებში 542 პაციენტი გადის, აქედან 19 არასრულწლივანი, ხოლო 23 ოსრულია. რეანიმაციაში მოთავსებულია – 51 პაციენტი. Covid სასტუმროებში- 794 პირი იმყოფება, მათ შორის 71 არასრულწლოვანია. ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები