რუსთავში ანსამბლ “თუთარჩელას” კლასტერი ფართოვდება – კორონავირუსი კიდევ ოთხ პაციენტს დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიოონულ კვირას” ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა. მისი თქმით, ოთხივე მათგანი რუსთაველია.
“ორი პაციენტი რუსთავის “ანსამბლ” თუთარჩელას დადასტურებული კონტაქტია. ორის ინფიცირების წყარო კი ცნობილი არ არის და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – გვითხრა მაია რაზმაძემ.

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 90 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები