ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა – დაწესებულება ონლაინსწავლებაზე გადავიდა

ქუთაისის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სკოლაში ვირუსი 4 მშობელს და ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა.

სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის თქმით, პედაგოგის ინფიცირება, სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.

“პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა,”-ამბობს დირექტორი.
ორი მოსწავლე და ორი პედაგოგია ინფიცირებული ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში, ხოლო ვირუსი ერთ პედაგოგს დაუდგინდა ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლაში.
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები