საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 12841-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულდა 6867. კარანტინის რეჟიმში – 5590. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.