ახალგაზროდობის სააგენტომ, ევროკავშირის პროგრამის „skills for job” ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტისთვის 1 მილიონი ევრო მოიზიდა
ახალგაზრდობის სააგენტო, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან “გადავარჩინოთ ბავშვები”, კონრად ადენაუერის ფონდთან და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) ფარგლებში, ახალი პროექტის „უნარები წარმატებისთვის” 1 მილიონი ევრო მოიზიდა. პროექტის განხორციელება ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.
პროექტის ფარგლებში არაფორმალური განათლების მიღების გზით, 16-26 წლის ახალგაზრდები საქართველოს ხუთ სამიზნე რეგიონში – გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში დასაქმებისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ.
ახალგაზრდობის სააგენტო სამიზნე რეგიონებიდან 30 აპლიკანტს შეარჩევს, რომლებიც „მიბილურ ახალგაზრუდულ მუშაკებად” (Mobile Youth Workers) გადამზადდებიან, მათგან 20 ახალგაზრდული მუშაკი 2 წლის მანძილზე, ადგილზე ახალაგზრდულ მუშაკად დასაქმდება. „მობილური ახალაგზრდული მუშაკები” რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადაცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს.
პროექტი ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშრისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას – Youth.platform.gov.ge განახლებას, მასში სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას.