გურჯაანში 70 წლამდე კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – დაწყებულია გამოძიება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ- ერთი მეზობელი სახლში შევიდა, პენსიონერი კი გარდაცვლილი დახვდა.
მედიკოსების განცხადებით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.