ჟურნალსიტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და “ნაცმოძრაობის” ძალადობრივი საარჩევნო კამპანია ზუგდიდში

ძალადობრივი საარჩვნო კამპანია და მედიაზე განხორციელებული თავდასხმები “ნაციონალური მოძრაობისთვის” ახალი რომ არ არის დღეს სოფელ კოკსა და ორსანტიაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას მომხრეები უკვე რამდენიმე დღეა მედიაჰოლდინგ კვირას გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან, დღეს კი მათ ჯერ მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ ტექნიკის დაზიანება სცადეს, ბოლოს კი  დადგმული პროვოკაცია ჟურნალისტებს გადააბრალეს. 

ყველაფერი ერთი კითხვით დაიწყო – რატომ ხვდებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ თავის მომხრეებს, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა განაცხადა, რომ ჯალაღონიას შეგნებულად შეიყვანდა იმ ოჯახში, რომელიც “ნაციონალების” მმართველობის დროს დაზარალდა. ამ ინიციატივას მალხაზ ჯალაღონიაც დათანხმდა, თუმცა იქ შესული სახლიდან გამოაგდეს. მომხდარი, რა თქმა უნდა, ესეც ჟურნალისტებს დაბრალდა.
მალხაზ ჯალაღონიას მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მისთვის კეთილი ექიმის იმიჯის შექმნას ცდილობდნენ, თუმცა ეს ჯერჯერობით არ გამოსდის და აგრესიული პოლიტიკოსის რეპუტაციას ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები