არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით იმერეთში მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით იმერეთში მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ათ წლამდე ბავშვზე სექსუალურად იძალადა.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე დღეს დააკავეს, მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები