გურიის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რამდენიმე დღეში გადაწყდება მოიხსნება თუ არა დაბა ლაითურში შეზღუდვები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ამ დრომდე კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო გადაადგილება შეზღდულია. დაბის შესასვლელ-გასასვლელბში სამართალდამცველები მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ.

სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაია “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ბოლო დადასტურებული შემთხვევა დაბა ლაითურში ორი დღის წინ დაფიქსირდა, კორონავირუსი დაუდგინდა პიროვნებას, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამჟამად, დავაკვირდებით ყველა სავარაუდო კონტაქტს და მალე მივიღებთ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. თუ მოსახლეობა მკაცრად დაიცავს თვითიზოლაციის წესებს და მაქსიმალურად გაუფრთხილდება ერთმანეთს, იქნება პირბადით მოძრაობა, სადაც საჭიროა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ ამ შეზღუდვის მოხსნაზე”, – განაცხადა ნასარაიამ.

დაბა ლაითურში შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით 25 სექტემბრიდან ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები