ირაკლი კობახიძის თქმით, ქვემო ქართლში მომხდარი ორივე დაპირისპირება “ქართული ოცნების” შტაბის წინ მოხდა, რაც “ნაცმოძრაობის” პროვოკაციებზე მიუთითებს

ორივე პროვოკაცია [მარნეულში] განხორციელდა “ქართული ოცნების” შტაბის წინ, რა უნდოდათ, რატომ ჩვენები არ მოხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, ან რომელიმე სხვა პარტიის შტაბის წინ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩვნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ეწინააღმდეგება ყოველგვარ დაპირისპირებას და ძალადობრივ საარჩევნო კამპანიას.

“მარნეულში ინცინდენტი მოხდა “ქართული ოცნების” ოფისის წინ, ყველაფერი ნათელია ასეთ შემთხვევაში. მთავარი არის სწორი რეაგირება ჩვენი აქტივისტების მხრიდან. ყოველდღიური ინსტრუქციები მიდის ჩვენი მხრიდან შტაბებში, რომ მაქსიმალურად უნდა მოერიდონ ნებისმიერი ტიპის დაპისპირებას. ეს არის ერთადერთი თხოვნა. ორივე პროვოკაცია განხორციელდა “ქართული ოცნების” შტაბის წინ. რა უნდოდათ, რატო ჩვენები არ მოხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, ან რომელიმე სხვა პარტიის შტაბის წინ, რა უნდოდათ მათ “ქართული ოცნების” შტაბის წინ? რატომ მოხდა ეს? “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ ორივეგან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები